Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 ივნისის N10507/10  კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის N87/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობა:
ა) ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) გიორგი  ღვედაშვილი  –  სამეცნიერო  კვლევებისა  და  განვითარების  დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი;
გ) შოთა ფოთოლაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი;
დ)თამარ გიორგაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ე) თამარ  ბაგრატიონი  –  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  ეკონომიკისა  და  ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
ვ) ლია  გოგიაშვილი-შარითაშვილი  –  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
ზ)ირაკლი  დვალიძე  –  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  იურიდიული  ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
თ)მარინე  დგებუაძე  –  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
ი)ქეთევან ნაკაშიძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი - საბჭოს წევრი;
კ) ლია  გურული  –  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
ლ)ირმა    კოპალეიშვილი    –    საფინანსო    დეპარტამენტის    აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება უფროსი სპეციალისტი - საბჭოს წევრი;
მ) დაჩი   ჩიტაია   -   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა   ფაკ.ულტეტის სტუდენტი; სენატის წევრი - საბჭოს წევრი;
ნ) გიორგი ჯღარკავა - თსუ დოქტორანტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საბჭოს წევრი”.

2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე